ლევან მაჭავარიანი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: როდესაც კოლექტიური „ნაცები“ რაღაც თემას აკრიტიკებენ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ეს თემა ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლოა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,
ლევან მაჭავარიანმა „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა.
„როდესაც ასეთი მსხვილი დეველოპერული ჯგუფი, რომელიც ამხელა ავტორიტეტის მატარებელია მსოფლიოს მასშტაბით, ახორციელებს ასეთი ტიპის ინვესტიციას კონკრეტულ ქვეყანაში, ეს რა თქმა უნდა არის ტრიგერი და სიგნალი სხვა მსხვილი ჯგუფებისთვის, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და ამ ქვეყანაში არის იდეალური საინვესტიციო გარემო. ეს ყველაფერი კარგად ესმის აგენტურას და ცდილობენ, საბოტაჟი მოაწყონ. ძალიან ტრაგიკულ მდგომარეობაში არიან. როდესაც კოლექტიური „ნაცები“ რაღაც თემას აკრიტიკებენ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ეს თემა ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლოა“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა ,,იმედის” ეთერში საუბრისას.