ლევან მაჭავარიანი: ერთი მადლობაც არ მოგვისმენია უკრაინის ხელისუფლებისგან იმ დახმარებისთვის, რაც უკრაინისთვის გვაქვს გაწეული
,,,სამწუხაროა, რომ ერთი მადლობაც არ მოგვისმენია უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლებისგან იმ დახმარებისთვის, რაც უკრაინისთვის გვაქვს გაწეული. ერთადერთი არ შევეხიდეთ ჩვენი მოქალაქეებით და არ აღმოვჩნდით იმ ომში, რომელიც ჩვენი საომარი არ იყო”,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ათასობით რეზოლუციაა საერთაშორისო არენაზე, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინას მხარი დაუჭირა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ერთი მადლობაც არ მოგვისმენია უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან იმ დახმარებისთვის, რა დახმარებაც ჩვენ უკრაინისთვის გვაქვს გაწეული. პირიქით, მუდმივად ცრუ ბრალდებები, მცდელობები, რომ ჩვენს საზოგადოებაში აჟიოტაჟი შემოეტანათ, რაღაცნაირად ომში ჩავერთეთ. თუმცა ეს ქვეყანა ომშია და ჩვენ ვაჟკაცურად ვიქცევით, პრაგმატულ პოლიტიკას ვატარებთ და ის კითხვები, რა კითხვებიც დასასმელი იქნება ამ აქტორებთან და რაზეც პასუხები უნდა მოვთხოვოთ მაგისი დროც დადგება. მაგრამ რაც შეეხება მხარდაჭერას, ათასობით რეზოლუციაა საერთაშორისო არენაზე, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა და ათობით ქვეყანა იკავებდა ამისგან თავს, ვინაიდან არ სურდათ რუსეთის გაღიზიანება.
ჩვენ მხარი ყველაფერში დაჭერილი გვაქვს. 30 ათასამდე უკრაინელი გვყავს შეფარებული, სოციალური დახმარებები დანიშნული, ბავშვებისთვის სასწავლებლები გვაქვს გახსნილი. ჰუმანიტარული დახმარებით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ვიკავებთ მსოფლიოში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ევრობიუროკრატების მხრიდან, ზუსტად იმ დღიდან, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში, ჩვენ გვესმის მუდმივად, რომ თითქოს რუსეთის მხარეს ვიჭერთ და ა.შ. რაც აბსურდია.
მე ჩამოვთვალე რამდენ რამეში დავუდექით გვერდში, ერთადერთი არ შევეხიდეთ ჩვენი მოქალაქეებით და ჩვენ არ აღმოვჩნდით იმ ომში, რომელიც ჩვენი საომარი არ იყო და რა თქმა უნდა ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა მაჭავარიანმა.