მიხეილ ყაველაშვილი: ევრობიუროკრატია ცდილობს განცხადებებით, თითქოს დემოკრატიის უკუსვლაა და ირღვევა ვიღაცის უფლებები ამით კვებოს მილევადი რადიკალური ფრთა მაგრამ არც გოლის გატანა შეუძლიათ, არც სირბილი, საცოდავ დღეში არიან

,,ევრობიუროკრატია ცდილობს განცხადებებით, თითქოს დემოკრატიის უკუსვლაა და ირღვევა ვიღაცის უფლებები ამით კვებოს მილევადი რადიკალური ფრთა მაგრამ არც გოლის გატანა შეუძლიათ, არც სირბილი შეუძლიათ”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვილის შეფასებით, ისინი საცოდავ დღეში არიან.

„ამ გზავნილებს, რომელსაც ევრობიუროკრატია აცხადებს საქართველოს წინააღმდეგ თითქოს დემოკრატიული უკუსვლაა და ირღვევა ვიღაცის უფლებები და პოლიტიკურ პარტიებს ებრძვიან და ამით კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, რომელიც არ ვიცი, რით შეიძლება კვება, ერთი საშუალება იყო, რომ გადააწოდეს ასე ვთქვათ ფეხბურთელი, რომ ვარ გადაცემა, რომ იქნებ როგორმე ქნან. მაგრამ არც გოლის გატანა შეუძლიათ, არც სირბილი შეუძლიათ და აღარაფერი აღარ შეუძლიათ. საცოდავ დღეში არიან. ერთადერთი აღვნიშნავ, რომ ახალგაზრდებზე, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს. ჩვენ არ გვყავს ისინი ციხეში გამოკეტილი, ამ ადამიანებს ჰყავთ გამოკეტილი, რომ ერთმა არ გაბედოს და არ გაიაზროს, რა შეცდომაში იყო შესული იმდენად ჰყავთ იზოლირებული“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები