საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ჩიხაში საავტომობილო ხიდის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ჩიხაში საავტომობილო ხიდის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც ლევან ივანაშვილმა აღნიშნა, ხიდი მარტივად დააკავშირებს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და საჩხერე-ონის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალებს, გარდა ამისა, მოხდება ქალაქ საჩხერის ცენტრის განტვირთვა.

,,2023 წელს უხვმა ნალექმა დააზიანა ჩიხის ადმინისტრაციული ერთეულისა და ქალაქ საჩხერის დამაკავშირებელი ორი ხიდი. მუნიციპალიტეტმა პრობლემის გადაჭრის გზად და გაცილებით უკეთეს ალტერნატივად მიიჩნია, რომ მდინარე ყვირილაზე მოეწყოს ერთი მასშტაბური საავტომობილო ხიდი. ხიდი განტვირთავს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს და ჩიხისა და ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი 13 სოფლის მცხოვრებლები ისარგებლებენ უმოკლესი გზით“, – განაცხადა ლევან ივანაშვილმა.

პროექტის ფარგლებში 147 მეტრი სიგრძის და 6 მეტრი სიგანის საავტომობილო ხიდი მოეწყობა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 835 480 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები