მიხეილ ყაველაშვილი სერბეთში ვიზიტზე: ორივე ქვეყანა ვთვლით, რომ ვართ ევროპის ნაწილი და ჩვენი ქვეყნები იმსახურებენ მეტ პატივისცემას

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთში ოფიციალური ვიზიტი მედიასთან შეაჯამა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრები გამართა.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები იყო. მინდა მადლობა გადავუხადო სერბეთის პრეზიდენტს – გულთბილი, საქმიანი, პარტნიორული შეხვედრისთვის. ჩვენ არაერთ თემას შევეხეთ. არის რიგი საკითხები, რომელსაც ორივე ქვეყანა ერთდროულად ვუმკლავდებით ამ გამოწვევებს. თითქმის საერთო გამოწვევებია ევროკავშირთან მიმართებაში. ყველაზე მთავარი იყო, რომ პირველი ვიზიტია საქართველოს პრეზიდენტის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნები, ჩვენი ხალხი დიდი ხანია ერთმანეთს გულშემატკივრობს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, შეხვედრებისას განიხილებოდა საკითხები სხვადასხვა მიმართულებით მათ შორის სპორტის, განათლების, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.

,,რამდენიმე ხანში იგეგმება კომისიის შეხვედრა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე. განიხილება ბევრი თემა. შევეხეთ სოფლის მეურნეობის საკითხებს, სადაც დიდი ინტერესია, სამხედრო წარმოებას.

გვაქვს სურვილი, რომ ერთიანი მიდგომით ვიყოთ ევროკავშირთან მიმართებაში. ორივე ქვეყანა ვთვლით, რომ ვართ ევროპის ნაწილი და ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ბრიუსელიდან ხდება ჩვენს მიმართ და ასევე, სერბეთის რესპუბლიკის მიმართ ამაშიც არის რიგი თანხვედრა. ვთვლით, რომ ჩვენი ქვეყნები იმსახურებენ მეტ პატივისცემას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები