სოფელ შავღელეში მცხოვრებ მუსლიმებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბაირამობა მიულოცა

დღეს ყურბან-ბაირამობაა. დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში მცხოვრებ მუსლიმებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ მიულოცა. შავღელეში მდებარე მეჩეთში ყურბან-ბაირამის სადღესასწაულო ლოცვას სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მისი პირველი მოადგილე დავით ფარცვანია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია დაესწრნენ. ყურბან-ბაირამი მუსლიმთა ერთ-ერთი უმთავრესი რელიგიური დღესასწაულია და წინასწარმეტყველი აბრაჰიმის მსხვერპლშეწირვის მოხსენიებას ეძღვნება. დღესასწაული სამ დღეს გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები