„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა მემკვიდრე დაასახელა

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა, აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადიმ, მისი ლიკვიდაციის, ან ბუნებრივად გარდაცვალების შემთხვევისთვის, მემკვიდრედ აბდალა ქარდაში დაასახელა. ამის შესახებ ორგანიზაციასთან აფილირებულმა სააგენტომ, Amaq-მა დაწერა.
აბდალა ქარდაში ტალ-აფარადან არის, ადრე ის „ალ-ქაიდასთან“ თანამშრომლობდა, „ისლამურ სახელმწიფოში“ კი, დაჯგუფების იერარქიაში ნომერ მეორე პირთან, აბუ-ალა ალ-აფრისთან იყო დაახლოებული.
ერაყის დაზვერვის ინფორმაციით, ქარდაში ავტორიტარული და სასტიკი ლიდერია, რომელის ექსტრემისტული შეხედულებებით გამოირჩევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები