გიორგი ვოლსკი: რუსეთის სტრატეგიულ გეგმას ხელი შეუწყო იმ სტრატეგიამ, რაც სააკაშვილს ჰქონდა

„რუსეთის სტრატეგიულ გეგმას ხელი შეუწყო იმ სტრატეგიამ, რაც სააკაშვილს ჰქონდა და ერთადერთი შეკითხვა დარჩა: იყო ეს გამიზნული, თუ იყო ეს სავალალო შედეგები. ამ შეკითხვაზეა პასუხი გასაცემი”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, ძალიან დიდი ძალისხმევა იყო ჩადებული ხელისუფლების მხრიდან იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს მიეღო რეზოლუცია, რომ ნებისმიერი, ვინც სცნობს აფხაზეთს ან ცხინვალის რეგიონს, იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური სანქციების ქვეშ. მისივე თქმით, არსებობს რამდენიმე შეკითხვა, რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, რომელიც ყოფილი ხელისუფლების მიმართ არის დასასმელი.

მეორე შეკითხვა, რაც უნდა ალბათ ყველაზე ხმამაღლა დაისვას, არის ის, თუ რატომ არ ამბობდნენ რომ 8 აგვისტომდე რუსეთი მონაწილეობს, რაში იყო საქმე. ეგ რომ თქვან, მაშინ გამოდის, რომ თქვენ, ნებისმიერმა ჟურნალისტმა ან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერმა ჩვეულებრივმა მოქალაქემ შეიძლება იკითხოს, რომ თუ ადრე იცოდით, რომ ის ჩართულია და ამას აღიარებთ, მაშინ ეს ხალხი რატომ არ გამოიყვანეთ? კიდევ ერთი შეკითხვაა მთავარი. უშიშროების საბჭოს რატომ არ მიმართეს, რომელსაც ასევე პასუხი არ აქვს. მე როდესაც ამას ვამბობ ან რომელიმე ჩემი კოლეგა პასუხი ის არის, რომ თქვენ რუსეთის ინტერესების პოზიციიდან ლაპარაკობთ, როცა სწორედაც რომ პირიქით არის.ადამიანებმა თავის თავს არ უნდა უწოდონ ანტისაოკუპაციო ძალა და თავის ოპონენტებს რუსეთის ხელისშემწყობი, როდესაც ვითრება აბსოლუტურად სხვაგვარად გამოიყურებოდა “,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები