ირაკლი ოქრუაშვილი: ეროსი კიწმარიშვილს მივეცი ფურცელი, დაწერე, რა გინდა-მეთქი, ერთი ფურცელი არ ეყო, ერთი კიდევ მივაწოდე

ეროსი კიწმარიშვილს მივეცი ფურცელი, დაწერე, რა გინდა-მეთქი, ერთი ფურცელი არ ეყო, ერთი კიდევ მივაწოდე, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როცა მილიონ ორასი ათასს იხდი, ამას ტელევიზიების წაღება აღარ ჰქვია.

,,დვალს და აქიმიძეს კითხეთ, კიდევ რას ითხოვდნენ. თმა ყალყზე დაგიდგებათ, რომ მოისმინოთ.

ეროსი გარდაცვლილი ადამიანია, არ მინდა ახლა, ცუდად გამომივიდეს – მას მივეცი ფურცელი, დაწერე, რა გინდა-მეთქი. ერთი ფურცელი არ ეყო, ერთი კიდევ მივაწოდე. იმისთანა რაღაცები ქონდა ჩამოწერილი – ოქუაშვილის თამბაქოს ბიზნესი, ჯოხთაბერიძის „მაგთიკომი“, „საქართველოს ტელეკომი“, რკინიგზა, ბენზინის იმპორტი.

იმათთვის ჩვენ უნდა წაგვერთმია და ამათთვის გვეჩუქებინა“, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა და მტკიცებულებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილია.

ოქრუაშვილი ამბობს, რომ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე თაღლითები არიან.

„თუ მათ რამე ეკუთვნით, მაშინ ეკუთვნის ეროსი კიწმარიშვილის ცოლსაც. დვალმა და აქიმიძემ „ჯორჯიან ონლაინის“ გაყიდვის შემდეგ ეროსი კიწმარიშვილი გადააგდეს და არაფერი მისცეს“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები