გია ვოლსკი: მინდა, კრიტიკული მედია ვიხილო და არა შანტაჟის, ბულინგისა და ჟურნალისტური ზონდერობის დამნერგავი მედია

0

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, მას, როგორც მაყურებელს, სურს, კრიტიკული მედია იხილოს, მაგრამ არა შანტაჟის, ბულინგისა და ჟურნალისტური ზონდერობის დამნერგავი მედია.
მისივე განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი იქნება “რუსთავი 2”; მთავარია, მედიამ ინტენსიურად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას.
„ცოტა ხნის წინ ანონიმურ წერილზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, მე და ჩემი კოლეგები ბიძინა ივანიშვილისგან რაღაცის სანაცვლოდ, მორჩილებისა და მესიჯების გამეორების სანაცვლოდ, შავ ფულს ვიღებთ; გარდა იმისა, რომ ეს სწორი არ არის, სიბინძურეა. ასეთივე წარმატებით შემიძლია ვთქვა, რომ ანონიმურმა წყარომ მითხრა, რომ „რუსთავი 2-ის“ გარკვეული შემადგენლობა ღამღამობით სატანისტურ შეკრებებს ატარებს და შავი კატის წინაშე იფიცებს, რომ ერთმანეთს არ უღალატებენ და ბრძოლაში ბოლომდე დადგებიან. ზუსტად იგივე შემიძლია  გავავრცელო, მედიასაშუალება რომ მქონდეს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

არ მაინტერესებს, „რუსთავი 2“ ვისია – ქიბარ ხალვაშის არის, ოქრუაშვილის, ყარამანიშვილების  თუ ნაყოფიასი. როგორც მაყურებელს, მინდა, კრიტიკული მედია ვიხილო, რომელიც ინტენსიურად არის ინფორმაციის მიმწოდებელი საზოგადოებისთვის, მათ შორის, ძალიან კრიტიკულ თემებზე, მაგრამ შანტაჟის, ბულინგისა და ჟურნალისტური ზონდერობის დამნერგავი მედია არც ხალვაშის მინდა და არც – ყარამანიშვილების“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი