ლევან იზორია „რუსთავი 2-ის“ საქმეზე: აბსოლუტურად გამოვრიცხავ პოლიტიკური ჩარევის კომპონენტს

0

“მე ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ ნიშნებს, ვხედავ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ყველა მხარისთვის არის სავალდებულო და უნდა აღსრულდეს”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ “რუსთავი 2-ის” საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც იზორიამ აღნიშნა, ის საქმეში პოლიტიკური ჩარევის კომპონენტს აბსოლუტურად გამორიცხავს.
“მე ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ ნიშნებს, ვხედავ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ყველა მხარისთვის არის სავალდებულო და უნდა აღსრულდეს. ვხედავ, ასევე, იმის აუცილებლობას და ამაში ყველა ვთანხმდებით, რომ მედიაპლურალიზმი არის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედი და აქედან გამომდინარე ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკაა ამ გარემოს ყველანაირი პირობები შეექმნას საქართველოში. აბსოლუტურად გამოვრიცხავ პოლიტიკური ჩარევის კომპონენტს და ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას, მით უფრო, როდესაც გვაქვს ფაქტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი