განმარტება ბუნებრივი აირის გადასახადის შესახებ

   “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბუნებრივი აირის გადასახადთან დაკავშირებით განმარტებას აკეთბს. კომპანიის ცნობით ზოგიერთი აბონენტის ქვითარში ასახულია თვენახევრის ან 2 თვის ხარჯი. “გაცნობებთ, რომ საახალწლო დღეებში, 1-ელიდან 7 იანვრის ჩათვლით, კომპანია ტრადიციულად თავს იკავებს მოსახლეობის შეწუხებისგან და ბუნებრივი გაზის მრიცხველებიდან ანათვლების აღებისგან. შესაბამისად, იმ აბონენტებთან, რომლებთანაც საახალწლო დღეებში უნდა შევსულიყავით, სპეცრეჟიმში მრიცხველის მონაცემების წაკითხვა რამდენიმე დღით ადრე მოგვიწია. 8 იანვრის შემდეგ კომპანიამ ჩვეული რეჟიმით განაგრძო ანათვლების აღება. იმ აბონენტთა საყურადღებოდ, ვისთანაც კომპანიის წამკითხველმა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოახერხა წინასაახალწლო დღეებში შესვლა და ანათვალი მხოლოდ იანვარში აიღო, ვაცნობებთ, რომ მათ ქვითრებში ასახულია თვენახევრის ან 2 თვის ხარჯი. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” მადლობას გიხდით თანამშრომლობისა და გულისხმიერებისთვის. დამატებითი კითხვების ან გაუგებრობის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ბიზნესცენტრებს”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები