ხულოში სამთო იალაღებზე ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

ხულოში სამთო იალაღებზე ელექტროგადამცემი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში მთა შქერნალის, ლოდიძირის, საკამბეჩოსა და ალპური ბოტანიკური ბაღის ძველი ელექტროგადამცემი ქსელის დემონტაჟი და ახალი ქსელის მონტაჟია დაგეგმილი. სამუშაოებს შპს “ენერგო გზა” ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 255 931 ლარია.

კომენტარები

კომენტარი