გორში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

გორში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად დაშავდა მოპედის მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები