ნათია მეზვრიშვილი: ფარები წაართვეს 300-მდე პოლიციელს – კითხვის ნიშნები რატომ უნდა არსებობდეს, რომ პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალებები და დაიწყო აქციის შეწყვეტა

თავდაცვის ერთადერთი საშუალება, ფარები,  წაართვეს 300-მდე პოლიციელს – კითხვის ნიშნები რატომ უნდა არსებობდეს, რომ პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალებები და დაიწყო აქციის შეწყვეტა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში 20-21 ივნისის მოვლენები შეფასებისას განაცხადა.

მეზვრიშვილი სპეციალური საშუალებეის გამოყენებას შეეხო და აღნიშნა რომ ეს უფრო ადრეც შეიძლებოდა მომხდარიყო.

,,ამ საკითხზე მინისტრმაც ისაუბრა და სრულად ვიზიარებ ამ მოსაზრებას – ერთადერთი თუკი რამე, ასე ვთქვათ „შეცდომა“ დავუშვით ჩვენ იმ ღამეს – იყო ის, რომ 2 საათის განმავლობაში პოლიცია რისკის ქვეშ დავაყენეთ და გაცილებით ადრე არ დავიწყეთ სპეციალური საშუალებების გამოყენება, იმიტომ რომ თავდაცვის ერთადერთი საშუალება – ფარები წაართვეს 300-მდე პოლიციელს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, პოლიციელი , რომელსაც პასიური თავდაცვის საშუალებები უჭირავს – რეზინის ხელკეტი და ფარი – პოლიტიკოსების მოწოდებებით მასიურ ძალადობას აქვს ადგილი კორდონთან, ეს ყველაფერი კიდევ უფრო აქტიურდება და აქტიურდება, დაწოლა კიდევ ფრო ძლიერდება პოლიციაზე და პოლიციას უჭირავს მხოლოდ რეზინის ხელკეტი – ფარები- თავდაცვის ერთადერთი საშუალება აღარ აქვს. – ახლა ამ პირობებში, უბრალოდ წარმოუდგენელია კითხვის ნიშნები რატომ უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალებები და დაიწყო აქციის შეწყვეტა.“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები