მელბურნში ქართული ანიმაციური ფილმების პროგრამას აჩვენებენ

13-21 ივლისს ავსტრალიის ქალაქ მელბურნში გაიმართება ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, სადაც ქართული ანიმაცია  7 ფილმით იქნება წარმოდგენილი. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ეს ფილმებია:

„გოდერძი“ – რეჟისორი პეტრე თომაძე;
„მეთევზე და გოგონა“ – რეჟისორი მამუკა ტყეშელაშვილი;
„ჩაი“– რეჟისორი პეტრე თომაძე;
„ბებო“ – რეჟისორი სანდრო ქათამაშვილი;
„ჯიბის კაცი“ – რეჟისორი ანა ჩუბინიძე;
„ჰორიზონტი“ – რეჟისორი დათო კიკნაველიძე;
„ლილე“– რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილი.

მელბურნის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მაყურებელს წარუდგენს 400-ზე მეტ ანიმაციას, როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე ფილმებს. ქართული პროგრამა ნაჩვენები იქნება სექციაში Window On Georgian Animation.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები