სოფიო ქაცარავა: გერმანიას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებაში

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტთან, კლაუდია როთთან.
საუბრის მთავარი თემა იყო საქართველო-გერმანიას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები  როგორც ორმხრივ, ისე – მრავალმხრივ ფორმატში.
სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. მან გერმანიის მხარეს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„გერმანიას აქვს მნიშვნელოვანი როლი და დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ და სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაში. გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო 11-12 ივლისს ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლისთავს ეძღვნება. გერმანიის ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა  აღნიშნულ ფორმატში საქართველოს, როგორც ლიდერი ქვეყნის მნიშვნელობას.
სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები