ლევან ვასაძე: ძლიერი კაცი წყნარად არის, მოგვიწყობენ პროვოკაციას? დავმშვიდდეთ, პასუხს წყნარად გავცემთ

“მამათმავლობისა და ყველანაირი სხვა გარყვნილების ზეიმი საქართველოში არ შედგება”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც „თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.
ვასაძემ აქციაზე მყოფ თანამოაზრეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
“მამათმავლობისა და ყველანაირი სხვა გარყვნილების ზეიმი საქართველოში არ შედგება. ერთი და იგივე როდემდე ვიმეოროთ?! ამიტომ ჩემი მიმართვა, ჩემი თხოვნა, ჩემი მოფერება და ძმობა აქ შეკრებილი საზოგადოების მიმართ იქნება შემდეგი: ქართველებო, კაცებო, ქალბატონებო, წყნარად და დინჯად. არ გვინდა ის მეთოდები, რომლითაც ეს დემონები ოპერირებენ. არ გვინდა გინება, დაძაბვა, ყვირილი. ჩვენ წყნარად ვართ. ძლიერი კაცი წყნარად არის. მოგვიწყობენ პროვოკაციას? დავმშვიდდეთ, პასუხს წყნარად გავცემთ. ვერაფერს გაგვიბედავენ, დიდი დიდი, თავზე რაღაც სათამაშო გადმოგვიფრინონ. წყნარად ვართ, ერთად ვართ, ბევრნი ვართ და გვიყვარს ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები