პრიმაკოვის აზრით, “რუსთავი 2” პირდაპირ ეთერში მომხდარის გამო, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა გაიყინოს

რუსეთის დუმას საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, ევგენი პრიმაკოვი მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები აუცილებლად უნდა შეწყდეს, გუშინ “რუსთავი 2”-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული უცენზურო განცხადების შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
„საქართველოს ტელევიზია პერსონაჟ გაბუნიას სახით იმდენად „დაეშვა ფსკერზე“, რომ ძალიან ძნელი იქნება კიდევ რაიმე გაგვიკვირდეს. დიახ, საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო პერსონაჟი გაბუნია. მაგრამ ბოდიში არ გაგვიგია. როგორც ჩანს, პირდაპირი რეისების გაუქმებიდან დღემდე პაუზა გაიწელა. იქნება გაგრძელება“, – დაწერა პრიმაკოვმა თავის „ტელეგრამ-არხში“.
სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ერთი ტელეწამყვანის გამო მთელი საქართველო დაზარალდება. მისი თქმით, საქართველოს ყოველ არასწორ ნაბიჯს სანქცია მოჰყვება.
„მაგრამ სწორედ ასე იქნება. თან შემდგომში კიდევ უფრო უემოციოდ, ავტომოპასუხის რეჟიმში. სიბინძურე – სანქცია, კიდევ სიბინძურე – კიდევ სანქცია. ჭურჭლის მტვრევისა და ყვირილის გარეშე, სანამ არ გამომუშავდება სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებისათვის სასარგებლო პირობითი რეფლექსები“, – დაწერა პარლამენტარმა.
ცნობისთვის, გუშინ, 7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა P.S.-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. პუტინს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს.
მოგვიანებით, “რუსთავი 2”-ის შენობასთან აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ, გიორგი გაბუნიას განცხადებაზე გამოძიება დაწყებულიყო, ასევე, ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინათ არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა უკვე განაახლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები