დიმიტრი ხუნდაძე: ის, რაც „რუსთავი 2-ის“ ეკრანებიდან ვიხილეთ, უბინძურესი პროვოკაციაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგს გამოეხმაურა.
„ნაცმოძრაობისა” და მისი პარტიული ტელევიზიის მთავარი მიზანია, ნებისმიერი, თუნდაც მიუღებელი მეთოდებით დაიბრუნონ ხელისუფლება. და თუ ამას ვერ მოახერხებენ, „ქვა ქვაზეც ნუ დარჩება”. ის, რაც „რუსთავი 2-ის“ ეკრანებიდან ვიხილეთ, უბინძურესი პროვოკაციაა, რაც ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ასე გწყუროდეს ძალაუფლება და ასე გძულდეს საკუთარი ხალხი, არა თუ მინახავს, არც კი მსმენია. იქნებ ახლა მაინც მიხვდეს „ნაცმოძრაობის” გულშემატკივარი ხალხი, რომ ისინი მათთვისაც საფრთხეს წარმოადგენენ. მათმა დანერგილმა სიძულვილმა წალეკა საზოგადოება და არყევს ქვეყანას.
ბოლო დღეების მათმა ქმედებამ ლამის ერთმანეთს დარია ჩვენი მოქალაქეები. მას შემდეგ, რაც საზოგადოების მხრიდან სასურველი მხარდაჭერა ვერ მიიღეს, მაშინვე დაიწყეს სახიფათო თამაში.
„ნაცმოძრაობა”, ისევე, როგორც მათი ლიდერი – მიხეილ სააკაშვილი, არის დამანგრეველი ძალა და მისი მთავარი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება და თუ ამას ვერ მოახერხებენ, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა”, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.