შალვა ნათელაშვილი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს: გირჩევთ, არ გაბედოთ პრაიდის ჩატარება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებულ ,,ღირსების მარშს” სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოეხმაურა, სადაც ის პრაიდის წევრებს ურჩევს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან, ასევე, აღნიშნავს, რომ ეს პროვოკაციაა.
“იუდა მოშე გლუკჰარტის კანტორამ დაიწყო დამანგრეველი მუშაობა.მეტ პროვოკაციას იმ დროს, როდესაც ხალხი იცილებს ივანიშვილის რეჟიმს, ვინ მოიფიქრებდა? ესენი მარტო ლგბტ-ები კი არა, მოსკოვისა და უშიშროების აგენტურაა ერთდროულად. ჯერ იყო და კინაღამ რუსი რაინდები ბელადებად აქციეს.
უკვე უდავოა, რომ პრაიდი და რაინდი ერთი საოკუპაციო ცენტრიდან იმართებიან. ახლა იმაშიც დარწმუნებული ვარ, ოლიგარქი მილიონებს გაუშვებს, ყველაფრის მკადრებელ არსებათა მოსასყიდად, რათა ეს მარში ჩაატარებინოს ამ ეროვნული მუხტის სადისკრედიტაციოდ.
მაინც იმედი მაქვს,რომ ეს ტყუილი ინფორმაციაა. თუ მართლა ვინმე აპირებს ამ გაპონობას, გირჩევთ არ გაბედოთ მსგავსი რამ და დროზე შეძვრეთ იქ, საიდანაც გამოძვერით.,” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების ინფორმაციით, ხვალ, 8 ივლისს, „ღირსების მარში“ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები