გია აბაშიძე: „კლანმა“ მას შინაპატიმრობა დაუწესა, ოღონდ ელექტრონული ,,ბრასლეტის” გარეშე

ექსპერტი გია აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასთვის გირაოსა და შინაპატიმრობის შეფარდების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, მელიას საცხოვრისი მის საკნად იქცევა.
„ჩავხედე რა ნიკა მელიაზე დაწესებულ შეზღუდვებს მივხვდი, რომ „კლანმა“ მას შინაპატიმრობა დაუწესა, ოღონდ ელექტრონული ,,ბრასლეტის” გარეშე.
მეორე ნიკას, გვარამიას მიერ დაანონსებული დრამა ვერ შედგა, ოჯახთან გამოსამშვიდობელი ვიდეოკადრებიც ფუჭი აღმოჩნდა. გარკვეული დროით პირიქითაა – მელიას საცხოვრისი მის საკნად იქცევა. და მოუწევს აწი წიგნების კითხვა თუ ეკრანების ყურება, რადგან Facebook-ზეც ვერ იაქტიურებს…“ – წერს გია აბაშიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიამ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები