სერგი კაპანაძე: სასამართლო არაა დამოუკიდებელი, მოსამართლე რომ გირაოს უფარდებდა, წინასწარ გამოჩნდა
„სასამართლო არაა დამოუკიდებელი: მოსამართლე რომ გირაოს უფარდებდა, წინასწარ გამოჩნდა“, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ნიკნორ მელიას, პატიმრობის შესახებ პროკურორის შუამდგომლობის მიუხედავად, 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
„ნიკა მელიას გირაო შეუფარდეს, რაც ძალიან კარგია. #92 მონა, ასევე, გახარებული იქნება, დარწმუნებული ვარ და სასამართლოსაც შეაქებენ. ჯერ ჩატში ჩასაგდებ მესიჯბოქსს ელოდებიან. ორი გაკვეთილი აქედან:
1. შეშინებული ბიძინა უკან დამხევია (კობახიძის მოხსნა, პროპორციული, დაკავებულების გათავისუფლება, მელიას არ-დაკავება). ეს ყველაფერი პატარ-პატატა გამარჯვებებია, რომლებიც ჯამში დიდ გამარჯვებადე აუცილებლად მიგვიყვანს.
2. სასამართლო არაა დამოუკიდებელი: მოსამართლე რომ გირაოს უფარდებდა წინასწარ გამოჩნდა. პოლიცია და სპეც. რაზმი არ იყო სასამართლოსთან, განსხვავებით გიგის, კირკიტაძის და სხვ. სასამართლო პროცესებისგან, როცა პოლიტიკური ლიდერების დაკავება ხდებოდა ხოლმე.
გახარიას გადადგომა ისევ მთავარი მოთხოვნაა, ამიტომ დღესაც 19:00-ზე მე მივდივარ პარლამენტთან“, – წერს სოციალურ ქსელში სერგი კაპანაძე.