მამუკა მდინარაძე: ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ “სკამი” არ აინტერესებს, რამაც “ნაცმოძრაობა” მეტ აგონიაში ჩააგდო

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” 21 ივნისის ღამეს ახალგაზრდა ადამიანების ემოციები მართეს. როგორც მან აღნიშნა, მათ ამ საქციელის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არ სურთ.
“მეგობრებო, ძალიან კარგი იქნებოდა, ჩვენს კოლეგებს – ზოგიერთს კოლეგა თუ შეიძლება დავუძახოთ, საერთოდ მოესმინათ ის, რასაც ახლა ვიტყვი. მაგრამ ადეკვატური რომ ვიყო ახლა ჩემს განცხადებაში, პირველად აუცილებლად უნდა დავიწყო იმით, რომ მართლაც, მოდი ვაღიაროთ და, მოვიბოდიშეთ ათასგზის ამ დღეების განმავლობაში. ის ძალიან ცუდი რამ და ცუდი შეცდომა, რაც ამ დარბაზში მოხდა, არ უნდა მომხდარიყო და ამაზე ჩვენ თვითონ ვილაპარაკეთ და იმდღევანდელი რეაქცია, დაწყებული თამარ ჩუგოშვილით, რომელიც ახლა სპიკერის სკამზე ზის, გაგრძელებული არჩილ თალაკვაძით, ჩვენით, თითოეული ჩვენგანით, თამარ ხულორდავათი, იყო აბსოლუტურად ადეკვატური.
​პირველები ჩვენ ვიყავით, ამაზე რეაგირება ვინც მოახდინა და მე ვიყავი პირადად ის ადამიანი, ვინც გიჟივით მოვვარდი ამ დარბაზში და ირაკლი კობახიძესთან, პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით, უმრავლესობის ლიდერთან შეთანხმებით, იმ წამსვე ჩავშალე სხდომა, მოვედი თუ არა. ეს იყო ჩვენი რეაქცია და საღამოს არცერთი რუსეთის დუმის დეპუტატი არ იყო თბილისში. ეს იყო ჩვენი რეაქცია, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლებელია, ეს დაენახა. ვერ არა, არ დაინახავდა და ამაზე რეაგირება იცით, რა მოაყოლეს? გარეთ გამოსული ადამიანების, უმეტეს წილად ახალგაზრდების ემოცია მართეს -ნაწილის, სამწუხაროდ.
ძალიან დიდი ნაწილი სახლში წავიდა, მაგათი სახეები რომ დაინახა ისე, რომ საღამოს რა შედეგებიც მივიღეთ ნახეთ და ახლა, როდესაც ერთი სიტყვა ვთქვი, ერთი ფრაზა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რა გამოიწვია ამან ძალიან კარგად ნახეთ. არ უნდათ ამათ არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. რაში სჭირდებათ და რისი თავი აქვთ ამით, რომ რაიმე სახის პასუხისმგებლობა აიღონ. ამათ სჭირდებათ მხოლოდ ობსტრუქცია, მხოლოდ გადატრიალება, მხოლოდ ავტოკრატიის იმედის დატოვება და შანსის არმოკვლა და ამით არის სწორედ გამოწვეული. გუშინ შოკში ჩაცვივდნენ და რით იყო იცით ეს შოკი გამოწვეული? გუშინდელი ჩვენი გადაწყვეტილებით იმიტომ, რომ ასეთი არჩევნების პირობებში შეუძლებელია, მათ ილუზია დარჩეთ, რომ როდესმე მარტო ისინი იქნებიან ხელისუფლებაში და ჩაცვივდნენ ამის გამო შოკში. სხვანაირად არ შეუძლიათ. ამათმა ხალხი უნდა დახოცონ, გვამები უნდა უნდოდეთ აქციაზე, უბედურებები უნდა დაატრიალონ, რომ რაღაც აზრი ჰქონდეს მათ პოლიტიკურ ცხოვრებას და საერთოდ ცხოვრებას. ასეთი მენტალობის ადამიანები არიან და არ უნდათ ამის მოსმენა, არ ენდომებათ არასდროს. რისი მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც არჩევნების შედეგად 2020-ში უნდა მივიღოთ. არ სჭირდებათ არაფერში და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ იმაზე, რაც მოხდა იმ საღამოს”, – აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობა” გუშინდელის მერე – მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ მმართველი გუნდისთვის “სკამი” არაფერს ნიშნავს, აგონიაშია ჩავარდნილი.
​”ის დათხრილი თვალები, ის უბედურება რამდენიმე ადამიანია. ეს საიდან დაიწყო, ვინ მოუწოდა, ვინ ანიშნებდა ხელით და ვინ ძალადობდა იმ ადამიანების აზრზე, რომ მათ პარლამენტი უნდა აეღოთ შტურმით და რას ემსახურებოდა ეს? პარლამენტში შემოვიდოდნენ და საკანონმდებლო საქმიანობას გააგრძელებდნენ თუ რას იზამდნენ? უნდოდათ ქვეყნის გადატრიალება, ხელისუფლების გადატრიალება და არავინ ეკიდება სკამს. ფეხებზე მკიდია ის სკამი, სადაც ვზივარ, მაგრამ ამათ უნდათ, თავიანთი და ყველას შვილების მომავალი მოკლან, მეტი შანსი და პოლიტიკური პერსპექტივა ამათ არ აქვთ და ასე დაამყარონ დიქტატურა მომავალში. არავის აინტერესებს სკამი, თორემ ათასგზის დაამტკიცა ეს ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. ამიტომ არიან, რომ გუშინდელს შემდეგ უფრო მეტ აგონიაში არიან და სწორედ ეს შანსი დაეკარგათ მათ.
მივიღეთ დაზიანებული ხალხი, რომლის ჯანმრთელობაზეც დღე და ღამე უნდა ვიზრუნოთ, ვიფიქროთ ამ ადამიანებზე და თან უნდა გადავყვეთ მთელი ცხოვრება იმიტომ, რომ ისიც ამ ყველაფერს მოჰყვა, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა ვიღაცამ უნდა აიღოს პოლიტიკური და, პირველ ყოვლისა, იმათ, ვინც მოუწოდებდნენ ადამიანებს, მათი გულწრფელი ემოციების ნაცვლად პროტესტი იმაზე კი არ გამოეხატათ, რომ აქ სკამში აღმოჩნდა რისკების გადაუზღვევლობის შედეგად და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ამით არც იმაზე უნდათ, პასუხისმგებლობა აიღონ, რომ წარსულში რუსეთს ჩააბარეს ტერიტორიები, მერე რუსების რეზოლუციებს ხმა მისცეს და ახლა იმაზე, რაც დაიწყეს და რისი შედეგებიც მივიღეთ. აი, ამიტომ არიან გაგიჟებულები და მრავალპარტიული პარლამენტი საერთოდ ვერც წარმოუდგენიათ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები