არჩილ თალაკვაძე: არავითარი საფრთხე არცერთ მედიას მითუმეტეს ხელისუფლებისგან არ ემუქრება

„ქართული ოცნება” „რუსთავი 2″-ის დირექტორის განცხადებას ტელეკომპანიის ძალადობრივი გზით აღების გეგმის არსებობის შესახებ სიცრუეს და აბსურდს უწოდებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. ასევე აღნიშნა, რომ გვარამიას მოწოდება მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მუხტის შენარჩუნების მიზანს ემსახურება.

„მას შემდეგ რაც მასობრივი არეულობის ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა, „ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას. საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან რუსთავი 2-ის დასაცავად. ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას. არავითარი საფრთხე არცერთ მედიას, მით უმეტეს ხელისუფლების მხრიდან არ ემუქრება. ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე. დარწმუნებული ვარ საზოგადოება სწორად შეაფასებს ამ დეზინფორმაციას”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები