ნიკა გვარამია: გვაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივი აღების შესახებ

“ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლებომ – მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება “რუსთავი 2”-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს, ღამე“,- ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ  განაცხადა.

მისი თქმით, ამ იდეას ხელისუფლებაში როგორც მოწინაღმდეგეები, ისე მომხრეებიც ჰყავს. ნიკა გვარამიამ ხელისუფლებას მოუწოდა არ გაბედოს “რუსთავი 2-ის” ძალადობრივი აღება.

„მივმართავ, ყველა იმ ადამიანს ხელისუფლებაში ვინც არიან პატრიოტები, არ დაუშვათ ამ გადაწყვეტილების მიღება, არც ამაღამ არც სხვა რომელიმე ღამეს. რუსთავი 2- ის დახურვა და ეთერის ჩაქრობა, ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ ადამიანები გააჩეროთ. მიიღებთ გამძვინვარებულ პროტესტებს ქუჩებში, მათშორის იმათგან ვისაც არ უყვარს რუსთავი 2, ეს გამძვინვარებული პროტესტები იქნება გამოყენებული ათასი რჯულის პროვოკატორის მხრიდან და ქართული სახელმწიფოს ბედი ძალიან ბუნდოვანია ამ ვითარებაში. ყველაფერი ისედაც მყიფეა. მე რომ მინდოდეს რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლა და ამ პროცესების ისტერიამდე გაზრდა მერწმუნეთ მე ახლა ამ განცხადებას კი არ გავაკეთებდი, კამერებით ჩასაფრებული დაგელოდებოდით და დარბევას და სისხლის გავუშვებდი პირდაპირ ეთერში. და მრე მოხდებოდა სი რასაც თქვენს ენაზე რევოლუცია ჰქვია, მე ამის არანაირი სურვილი არ მაქვს. ხელისუფლების ცვლილების სურვილი მაქვს, მაგრამ ამას თავისი წესი აქვს და ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე“,-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები