ირაკლი შიხიაშვილი: ბოკერია-უგულავას ხროვა და “ოცნებაში” მოკალათებული რენეგატები ერთობლივად ახორციელებენ საქართველოში რუსეთის დივერსიულ გეგმას!

„ბოკერია-უგულავას ხროვა და “ოცნებაში” მოკალათებული რენეგატები ერთობლივად ახორციელებენ საქართველოში რუსეთის დივერსიულ გეგმას!“ – ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოში “ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ირაკლი შიხიაშვილი თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

ირაკლი შიხიაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიდი ხანია თანამშრომლობს „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო წევრთან, გიგა ბოკერიასთან.

„ ბოკერიას-უგულავას ხროვა და “ოცნებაში” მოკალათებული რენეგატები ერთობლივად ახორციელებენ საქართველოში რუსეთის დივერსიულ გეგმას! პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა პუტინის განცხადებებით! ბოკერია და კობახიძე დიდხანს თანამშრომლობდნენ და გეგმავდნენ ლავროვთან, გავრილოვთან, საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმას! დოყლაპია ოცნების ხელისუფლება იოლად წამოაგეს მიუტევებელ პროვოკაციაზე! ყველაფერი დაბრალდა და შეეწმინდა ხელისუფლებას!

ეკონომიკური ემბარგო რუსეთის მხრიდან, სანამ ბაზრების დივერსიფიცირებას მოვასწრებთ, სწრაფად დაასვამს საშინელი გაჭირვების დაღს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლების ეკონომიკურ მდგომარეობას! ქვეყანა, რომლიც თავისი მოსახლეობის გამოსაკვებ საკმარის პროდუქტს ვერ ქმნის, რომლის ყველა სტრატეგიული ობიექტი, სააკაშვილი-ბოკერიას წარსულის “დამსახურებებით”, რუსეთის ხელშია, ტურიზმი, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა ჩვენი ეკონომიკის, უდიდეს დარტყმას მიიღებს! (50%! ტურისტების რუსია), ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება! საქართველო, დაჩოქებული ან წაკუზული, უფრო მეტად დაემონება ოკუპანტ რუსეთს! განტევების ვაცი გახდება “ოცნება”, რომელსაც ხალხის სიძულვილი და მრისხანება დაატყდება თავს!

აი, რას “გვიჩალიჩებენ” გარეწარი ბოკერიას ხროვა და “ოცნებაში” მოკალათებული მისი სატელიტები! ეს უნდა შევაჩეროთ!!! ყველა დაუყოვნებლივ უნდა გავერთანდეთ ამ დივერსიის წინააღმდეგ! უნდა ავუხსნათ ჩვენს მოტყუებულ მოქალაქეებს, ახალგაზრდებს, სინამდვილეში რას ემსახურება ეს აქციები!!! “ოცნების” ხელისუფლებას, ამ საბედისწერო შეცდომების დაშვების გამო, არჩევნებით უნდა ვაგებინოთ პასუხი! აი, ჩემი სიტყვების დასტური! 7თვის წინ: ქუცნაშვილი, გავრილოვი და გიგი წერეთელი!“ – წერს ირაკლი შიხიაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები