ცოტნე ანანიძე: პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს “ოცნება” წავაო – კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, რადიკალური ოპოზიციის გეგმებს აფასებს.

როგორც ის აღნიშნავს, პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს, ამავდროულად კი ამბობს, რომ 3 ოქტომბერს “ქართული ოცნება” წავა, რითაც დასტურდება, რომ ოპოზიციამ თავად არ იცის, რას აკეთებს.

“პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს – 3 ოქტომბერს ოცნება წავაო. კიდევ ერთხელ დასტურდება, ის რომ – რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან.” – წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები