თინა ხიდაშელი: კიდევ ერთი 7 ნოემბერი, 9 ივნისი, 26 მაისი, 20 ივნისი რომ არ განმეორდეს, თქვენს ლიდერებს შემოულაწუნეთ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში 20 ივნისისა და 7 ნოემბრის მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირების შესახებ თავის მოსაზრებას გამოთქვამს. მისი თქმით, 7 ნოემბრის კადრების ,,ფრიალით”,  20 ივნისს რუსთაველზე მომხდარის გამართლება არ შეიძლება.

,,7 ნოემბრის კადრებს რომ ატარებთ კედელ-კედელ, რისი თქმა გინდათ? როგორ მინდა, ჩავწვდე, ნეტავ იცოდეთ! ჰოდა, მაგრად გვცემეს, გაზით მოგვწამლეს, ტყვიაც გვესროლეს, სადარბაზოებში გვდიეს, მერე კიდევ გვცემეს, კიდევ, კიდევ და რიყეზე საერთოდ ალყაში მოქცევაც სცადეს. ჰოდა … 20 ივნისს რომ გვცემეს, გაზით მოგვწამლეს, ტყვია გვესროლეს, გვდიეს, ეს იმით “პრავდება”,  აიხსნება, თუ რა?.. ამოცანა რა აქვს ამ 7 ნოემბრის კადრების სათაურით –  “გახსოვდეს”  ფრიალს?  ამის ნაცვლად, კიდევ ერთი 7 ნოემბერი, 9 ივნისი, 26 მაისი, 20 ივნისი რომ არ განმეორდეს, თქვენს ლიდერებს შემოულაწუნეთ, გააღვიძეთ, მშვიდად სახლში წასვლა ურჩიეთ, იქნებ გადავრჩეთ სახელმწიფოს მორიგ ძალადობას საკუთარ მოქალაქეებზე თბილისის ქუჩებში,”- წერს თინა ხიდაშელი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები