რობერტ სტურუა: ბოროტმა სულმა იმარჯვა… ნაცისტები ზეიმობენ

“ბოროტმა სულმა იმარჯვა… ნაცისტები ზეიმობენ”, – ასე ეხმაურება ქართველი თეატრისა და კინოს რეჟისორი, რობერტ სტურუა თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში.

“ბოროტმა სულმა იმარჯვა… ნაცისტები ზეიმობენ: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!”,-წერს რობერტ სტურუა ფეისბუქის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარდა, რომელიც 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა და 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა, ხელისუფლების ოპოზიციამ პროტესტი ჯერ პარლამენტში გამოხატა, რომელსაც მალევე საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდა, შემდეგ კი საზოგადოებრივი მღელვარება საპროტესტო აქციაში გადაიზარდა.

გვიან ღამით, შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ, აქციის მონაწლეების დასაშლელად, ცრემლსადენი აირი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 240 პაციენტიდან საავადმყოფოებში, 21 ივნისის მონაცემებით, 55 პაციენტი იმყოფებოდა. 240-დან 80 პოლიციელი იყო.

შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები