ზაზა სარალიძე: ოპოზიციის ლიდერებს შეეძლოთ, გულანთებულ ხალხსა და სპეცრაზმს შორის ჩამდგარიყვნენ

„ოპოზიციის ლიდერებს შეეძლოთ გულანთებული ხალხსა და გაბოროტებული მთავრობის სპეცრაზმს შორის ჩადგომა და თავის თავზე ამ უბედურების აღება“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა – ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„ბლეფია და სასაცილო დღევანდელი ქვეყნის ბედ-იღბალი!!! ოპოზიცია, რომელმაც ხალხი მიატოვა სისხლის გუბეში და ხელისუფლება, რომელმაც სისხლის გუბე დააყენა!!! აქციის ორგანიზატორებს ჰგონიათ აპოლიტიკურ შეკრებებს გეგმავენ და თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენლები ჰყავთ საინიციატივო ჯგუფში!!!! ვისკენ იშვერ ხელს, ქართველო, ვისკენ?!!! ვის სთხოვ პასუხს??? პასუხები საკუთარ თავში ეძებეთ და სხვების დადანაშაულებას მოეშვით!!!

-“დღეს მივხვდი, ბატონო ზაზა, რისთვისაც იბრძოდით,ბოდიში, რომ გვიან მივხვდი და თქვენ გვერდით არ ვიდექით”!!!

მეწყინა ძალიან!!!! განა ის მეწყინა,რომ არ იდგა ჩემ გვერდით, მეწყინა ის, რომ სანამ სისხლის გუბეები არ დადგა ქვეყნის გულში, მანამ ვერ დავინახეთ რეალური საფრთხე!!! პოლიტიკა????

პოლიტიკა და პოლიტიკოსები კი არა,თითოეული ქართველის კისერზეა ის სისხლი,რაც ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტით დაიღვარა!!!

პ.ს. ოპოზიციის ლიდერებს შეეძლოთ გულანთებულ ხალხსა და გაბოროტებული მთავრობის სპეცრაზმს შორის ჩადგომა და თავის თავზე ამ უბედურების აღება!!!! მთავრობას კი ადამიანური ენით საუბარი გულიან ქართველებთან!!!! ( ადამიანობა და თანაგრძნობა ქართველებს აღარ გვაქვს არააა)!!! მაგრამ ხალხი ვის ადარდებს? ხალხია პოლიტიკააააა ხალხიიიიიი!!!!!

მერე რა, რომ დაგვიხოცეს და დაგვისახიჩრეს შვილები!!!! ჩვენ ხომ საქართველოს ვწირავთ ჩვენს შვილებს და გვეამაყება ეს ყველაფერი!!! არადა, ვიღაცების სკამებს და ვიღაცების ფულებს ვწირავთ, რომ შემდეგ გასაკრიტიკებელი გვყავდეს ვინმე, ვინც მთავრობაში თუ ოპოზიციაში ყოფნით, სახლები აიშენა და ბევრი ფული იშოვა!!!! და ასე შემდეგ……..

კიდევ ბევრს დავწერ, მაგრამ აზრი აღარ აქვს, სანამ თითოეული ქართველი არ იგრძნობს ერთმანეთის ტკივილს, რაც ძალიან რთულია, იმაზე მეტად რთულია, ვიდრე ის, რომ ერთმანეთი ვლანძღოთ და ვაძაგოთ(რაც ყველაზე კარგად გამოგვდის)!!!

ვისკენ იშვერ, ქართველო, ხელს,როცა დამნაშავე შენ ხარ და არ გინდა აღიარო!!! დიახ!!!!

მადლობა ექიმებს, მადლობა იურისტებს, მადლობა ყველას, ვინც ორი დღეა ეხმარება დაზარალებულებს და უკანონოდ დაკავებულებს!!! მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა და დიდი ბოდიში იმ გოგო-ბიჭებს, ვისი სისხლიც გამოდინდა და რუსთაველი შეღება!!!!

მადლობა იმიტომ, რომ იქნებ მათმა სისხლმა მაინც გამოგვაფხიზლოს და რეალურად, ახლა მაინც დავინახოთ, საით მიდის ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალი!!!

რუსეთი ოკუპანტია!!!!!! მაგრამ ჩვენ ერთმანეთის ქართველური გრძნობების ოკუპანტები ვართ, სამწუხაროდ!!! ბლეფია და სასაცილო ეს ყველაფერი!!!

ბოდიში, საქართველო!!!! ბოდიში, დედებო და მამებო, ვისი შვილების სისხლზეც ვდგავართ დღეს!!!! ჩვენ ვერ დავიცავით თქვენი შვილები!!! ქართული სულის ჯაჭვი კი არ გაწყდა,სამწუხაროდ, იმსხვრევა ნაკუწ-ნაკუწ, რაც წინაპრებმა შემოგვინახეს დღემდე!!!

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!!!!“ – წერს ზაზა სარალიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები