ვახტანგ ჭარაია: ქართულ ეკონომიკას გამოწვევები არ ელევა – დაიწყეს ტურიზმით, გააგრძელებენ დანარჩენით

“ქართულ ეკონომიკას გამოწვევები არ ელევა… დაიწყეს ტურიზმით, გააგრძელებენ დანარჩენით”, – ამის შესახებ ორგანიზაცია „სექტორი 3“-ის ექსპერტმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

“ქართულ ეკონომიკას გამოწვევები არ ელევა… დაიწყეს ტურიზმით, გააგრძელებენ დანარჩენით. წილი ექსპორტში 2018 წელს – 15% – იგივე 437 მილიონი $-ია, აქვე შედის ქართული ღვინის ექსპორტის 60%. ათეულობით თუ არა, ასეულობით ათასი პირდაპირ და ირიბად დასაქმებული ადამიანი… ტურიზმში – 1.4 მილიონი ვიზიტორი – უხეშად 1 მილიარდი $. წინ ზაფხულის ტურისტული სეზონია…

წილი ფულად გზავნილებში – 1/3 – თითქმის 500 მილიონი $, საიდანაც მინიმუმ 100 ათასი ადამიანი იღებს თავის 500-1000-დოლარიან ფულად გზავნილს ყოველთვე… პროვოკაციების შესაძლებლობა ყველა მიმართულებით…

იმედია, გადავლახავთ, მაგრამ იგივე ალბათობით, რთული ზაფხული გველის. ღმერთი ჩვენსკენ! – წერს ჭარაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები