მარია ზახაროვა – მიიღეთ რაც გინდოდათ?

მიიღეთ რაც გინდოდათ? – ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი მარია ზახაროვა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ზახაროვა აცხადებს, ოკუპანტი გადის და გაჰყავს თავისი ტურისტები ქართული ეკონომიკიდან.
„საქართველოსთვის ასეთ ტრაგიკულ სიტუაციაში თქვენგან საჭირო მხოლოდ ის იყო, რომ გამოსულიყავით და გეთქვათ, რომ უზრუნველყოფდით საქართველოს ქუჩებში უსაფრთხოებას – პრეზიდენტის უფლებამოსილებით, ხალხის მიერ მოცემული ძალაუფლებით, პირადად, ბოლოს და ბოლოს, როგორც გენებოთ. მაგრამ თქვენ ძველი სიმღერა გაუშვით ოკუპანტების შესახებ. ვის მიყავხართ ამ აზრამდე?“, – წერს ზახაროვა სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთი ოკუპანტია და მოსკოვი 21 ივნისის არეულობაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები