მამუკა გამყრელიძე: უკვე გული მერევა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მამუკა გამყრელიძე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„უკვე გული მერევა ამ მატრაკვეცა, ვითომ აპოლიტიკურ, გაუგებარი პრინციპების მქონე ხალხზე! “პოლიტიკოსები არ გვინდა” რა მოწოდებაა? პოლიტიკურ პროცესში აბა, ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა? ვინ უნდა ჩამოაყალიბოს და გააჟღეროს მოთხოვნები? ვინ უნდა მოახდინოს ხალხის ორგანიზება? თუ ამას სამოქალაქო აქტივისტები გააკეთებენ? აი, როცა ამას გააკეთებენ ჩათვალეთ, რომ ისინიც ავტომატურად პოლიტიკოსები ხდებიან! რა კეკლუცობა და მატრაკვეცობაა ეს ვითომ “აპოლიტიკურობა” ? ვერ ხვდებით, რომ ეს ნონსენსია?“,- წერს გამყრელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები