“პატრიოტები ასე არ იქცევიან, არ ცდილობენ პარლამენტის შენობის აღებას, მანქანების გადაბრუნებას და პოლიციაზე თავდასხმას”

ბლოგერი ლევან ჭოტორლიშვილი, გუშინ, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია ვინც საკუთარი ადგილი ვერ იპოვა ქვეყანაში, რომელმაც საკუთარი ადგილი ვერ იპოვა სხვა ქვეყნებს შორის.
ასეთ ხალხში დაგროვილია ბრაზი, აგრესია რომელიც საბაბს ეძებს დაცლისთვის. მიუხედავად იმისა რომ ფორმალური მიზეზი პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან უკანონო და უგუნური ქმედება იყო, რეალური მიზეზი სხვაა. რასაკვირველია „ნაციონალები“ და სხვა პოლიტიკანები შეეცადნენ აგორებული ტალღის ზევით მოქცევას, შეაგზავნეს პროვოკატორები, მაგრამ აგრესიული ბრბოს უმეტეს ნაწილს „ნაციონალები“ კიდევ უფრო ეზიზღება ვიდრე დღევანდელი მთავრობა.
ნუ შევიქმნით ილუზიას რომ მიზეზი პატრიოტული მოტივი იყო, პატრიოტები ასე არ იქცევიან, არ ცდილობენ პარლამენტის შენობის აღებას, მანქანების გადაბრუნებას, პოლიციაზე თავდასხმას. ბრბოს მოქმედების მთავარი მიზეზი ხელმოცარულობა და გაჭირვებაა, შემადგენლობა კი ეკლეკტური. დარწმუნებული ვარ ზოგიერთმა ლგბტ პრაიდის დარბევის მსურველმაც ასე გამოხატა თავისი აგრესია რადგან პრაიდი არ შედგა და არ დაირბა.
დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები იწვევს აგრესიას. ადამიანების დიდ ნაწილს აქვს სურვილი ვიღაცის ცემის (მეზობლის, ცოლის, ნაცნობების, უცნობების, მშობლების). მართალია ყოველივე პარლამენტის უგუნური საქციელით დაიწყო, რეაქცია რაც ამას მოჰყვა იყო სრულიად სამარცხვინო. სამარცხვინო იყო რუს დეპუტატზე თავდასხმა, პოლიციასთან რკინის ჯოხებით ომი, ღრიალი, ყვილილი, ფურთხება. დამნაშავე ამაში არის როგორც თვითონ ბრბო, ასევე დანარჩენი საზოგადოება“,- წერს ბლოგერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები