„ეს ყველაფერი თანმიმდევრულად მშვენივრად გამოიყენა, უღირსი და უზნეო წარსულის მქონე ოპოზიციამ“

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი რუსკა თევზაძე, სოციალურ ქსელში გუშინ, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„არც კი გაბედოს ვინმემ ამ ყველაფრის დიპლომატიით შეფუთვა!!! ესაა ზნეგადასული, ღირსების შემლახველი, არასახელმწიფოებრივი მიდგომა. ხომ დარწმუნდით, რომ მუხთალი და მოღალატე ადამიანები პარლამენტშიც მრავლადაა. ეს ყველაფერი კი თანამიმდევრულად მშვენივრად გამოიყენა, უღირსი და უზნეო წარსულის მქონე ოპოზიციამ, (ე.წ.კოჰაბიტაციის პროდუქტმა), თუმცა მთავრობაზე და ოპოზიციაზე მეტი გონიერება აღმოჩნდა რომ ხალხმა უნდა გამოიჩინოს საკუთარი თავის უსაფრთხოებისათვის“,- წერს თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები