“ვნახე ჯანმრთელი, ღონიერი ხალხი, რომელმაც კარგად იცოდა, რას აკეთებდა” – დავით იაკობიძე

ფინანსთა ყოფილი მინისტრი პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. დავით იაკობიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

“ვუყურებ რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე პროცესს. ოთხ არხზე გადაცემენ. ყველგან მოვლენებს ერთნაირად აშუქებენ. ცოტა განსხვავება კი არის, მაგრამ არა არსებითი. საწყენია, რომ არცერთ რეპორტიორს არ მოსვლია აზრად შეკითხვა იმ ხალხისთვის დაესვა, ვინც გამეტებით უტევდა საპოლიციო კორდონს. ვიღაც მესამე პირის მეშვეობით ვიგებთ “რა ხდება”. არა და სწორედ ამ ხალხის აზრია საინტერესო, მათი ლექსიკა, მოქმედების მოტივები და ასე შემდეგ.

ამას იმიტომ ვწერ, რომ დაახლოებით 11 საათზე ვიყავი პარლამენტის წინ. ზუსტად იმ დროს, როდესაც დაიწყეს იერიში და სულაც არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო ეგზალტირებული ახალგაზრდობა, როგორც ამას ტელეარხები გვაუწყებდნენ. მე ვნახე ჯანმრთელი, ღონიერი ხალხი, რომელმაც კარგად იცოდა, რას აკეთებდა. მეტიც, ისინი ამისათვის ემზადებოდნენ და საჭირო შემთხვევაში გავრილოვის საბაბით გამოვიდნენ.

ეს საკითხი სეროზულადაა გამოსაძიები და კვლევის ობიექტები უნდა იყოს სწორედ ის ხალხი, რომელიც სხვადასხვა ხერხებით ცდილობდა, პოლიცია გამოეყვანა მოთმინებიდან. ისინი, ვინც შეგნებულად იწვევდნენ სამართალდამცველებს ამ შეტაკებისაკენ”, – ნათქვამია იაკობიძის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები