ვახუშტი მენაბდე: პოლიტიკოსებმა დემონსტრანტები და პოლიცია ერთმანეთს შეატოვეს
პარლამენტთან მიმდინარე აქციას სოციალური ქსელით კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე ეხმაურება.
„პოლიტიკოსებმა ერთმანეთს შეატოვეს დემონსტრანტები და პოლიცია. უკვე ორი საათია ხელჩართული ბრძოლა მიდის პარლამენტის წინ და არავინ ლიდერთაგან, არც ერთ მხარეს არაფერს აკეთებს სიტუაციის განმუხტვისთვის“, – აღნიშნავს მენაბდე.
პარლამენტის შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლა დაიწყეს.
აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.