ნათია როსტიაშვილი: განა, რა ჯანდაბაა ეს ოხერი სკამი იმისთანა, რომ აღარაფერი წმინდა აღარ შეირჩინო არც ფიქრში, არც საქმეში
მწერალი ნათია როსტიაშვილი რუსი დიპლომატის, სერგეი გავრილოვის, პარლამენტში გამოსვლასა და მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
,,ჯანდაბა! ხალხს საკუთარი და ქვეყნის გულის ხეთქვის გამო ხმა ვერ ამოუღია ისე, რომ ეს გულწრფელი გულისხეთქვის ენერგია ვინმე პოლიტიკოსმა თავისი წისქვილისკენ მიმავალ კალაპოტისკენ არ წაასხას, თავის პირადი საქმისთვის წყლის დასასხამად არ გამოიყენოს. განა, რა ჯანდაბაა ეს ოხერი სკამი იმისთანა, რომ აღარაფერი წმინდა აღარ შეირჩინო არც ფიქრში, არც საქმეში?!
გული შეიძლება გაგისკდეს ადამიანს!,”- წერს ნათია როსტიაშვილი.