არჩილ თალაკვაძე: ახალ მშენებლობებში, ექსპლუატაციაში მიღების გარეშე, კორპუსებში შესახლება არ უნდა მოხდეს

“საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე  თბილისის მერის, კახა კალაძის ახალ ინიციატივას, რომელიც შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის საკითხს ეხება, დადებითად აფასებს.

„კახა კალაძის ინიციატივას მხარს დავუჭერთ – ახალ მშენებლობებში, ექსპლუატაციაში მიღების გარეშე, კორპუსებში შესახლება არ უნდა მოხდეს. ამავე დროს, მზად ვართ, განვიხილოთ მისი წინადადება 2019 წლის 16 მაისამდე არსებული იმ სამშენებლო დარღვევების პატიების შესახებ, რომელიც უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტს არ არღვევს. მომავალში  არსებით სამშენებლო დარღვევებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება მართებულია, ვინაიდან  ასეთი დარღვევები, საბოლოოდ. ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უკავშირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, კახა კალაძის განცხადებით, იმ შენობა-ნაგებობაში ადამიანების ცხოვრება, რომელიც ექსპლუატაციაში არაა მიღებული, კანონით კვლავ აიკრძალება.

„აქტი, რომელიც 2009 წელს გაუქმდა და რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრება, კვლავ ძალაში შევა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები