ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო პროცესზე გარდაიცვალა

ეგვიპტის ექსპრეზიდენტი კაიროს სასამართლო დარბაზში პროცესის მიმდინარეობის დროს გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.
გენპროკურორის განცხადებით, მუჰამედ მურსი სიტყვით გამოსვლის დროს გახდა ცუდად, გონება დაკარგა და საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი გადაიყვანეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მუჰამედის მდგომარეობა ძლიერ დამძიმებული იყო ციხეში, მას შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში იკავებდა ამ თანამდებობას, 2013 წელს მასობრივი საპროტესტო აქციებით გადააყენეს. მურსის ბრალი ჯაშუშობაში წარუდგინეს და გაასამართლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები