ლაშა ბაქრაძეს გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია გადაეცემა

   თბილისის გოეთეს ინსტიტუტმა და ,,dvv international”-ის საქართველოს ოფისმა გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია დააწესეს, რომელსაც ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ქართული კულტურის მოღვაწეებს გადასცემენ. 2014 წელს ამ ჯილდოს ლაურეატი ქართველი ისტორიკოსი, გერმანისტი, პუბლიცისტი, მსახიობი და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე გახდა. ლაშა ბაქრაძის საზეიმო დაჯილდოვება საქართველოს მწერალთა სახლში 2014 წლის 14 თებერვალს გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდება. გერმანული მხრიდან მასში მონაწილეობას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი ორთვინ ჰენიგი მიიღებს. საღამოს დაასრულებს დიტო ცინცაძის მრავალი პრიზის მფლობელი ფილმის “უიღბლო მკვლელები” ჩვენება, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს ლაშა ბაქრაძე თამაშობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები