საერთაშორისო მოდის გამოფენაში თბილისის სამხატვრო აკადემია მიიღებს მონაწილეობას
12-23 თებერვალს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში, ბრიტანეთის მოდის საბჭოს 2014 წლის საერთაშორისო მოდის გამოფენა “შოუქეისში“ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის განყოფილება „ძველი ქართული კოსტიუმის რეკონსტრუქცია“ მიიღებს მონაწილეობას. პროექტი ქართული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მთავარი ნიშნის,- ქართული სამოსის თანამედროვე კონტექსტში ტრანსფორმაციასა და რეკონსტრუქციას გულისხმობს. ის ახალგაზრდა, დამწყები დიზაინერებისთვის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და მოდის დიზაინის მიმართულებისთვის უდიდეს შანსს წარმოადგენს. პროექტის ავტორია სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ კლდიაშვილი. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს დიზაინის მიმართულების სტუდენტების, ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ცენტრისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ ერთობლივი პროექტი „რეკონსტრუქცია“ განხორციელდა.