საქსტატი: I კვარტალში კაცების ხელფასი ქალების ხელფასს აღემატებოდა

2019 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5 ლარით გაიზარდა და 1092.7 ლარი შეადგინა – ამის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
​მათივე ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
“2019 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 1894.3 ლარი (წლიური ზრდა -17.8 პროცენტი); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1799.0 ლარი (წლიური ზრდა 3.2 პროცენტი); • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1751.8 (წლიური ზრდა 3.9 პროცენტი). 2019 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 876.1 ლარით, ხოლო კაცების – 1294.1 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად, 58.0 და 22.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები