„ირაკლი ოქრუაშვილის თანამოაზრემ, კოტე კემულარიამ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეში იმაზე ბევრად მეტი იცის, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“

“კოტე კემულარიამ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეში იმაზე ბევრად მეტი იცის, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“, – ამის შესახებ ნათქვამია გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.
სტატიის ავტორი მკითხველს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დაფუძნებულ ახალი პარტიის – „გამარჯვებული საქართველოს“ შესახებ ვრცელ სტატიას სთავაზობს, სადაც პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი სახის, კოტე კემულარიას შესახებ ვრცელ ინფორმაციას აწვდის.
აღსანიშნავია, რომ კოტე კემულარია, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.

„კოტე კემულარია, რომელიც სტაჟიანი “ნაცია”, შევარდნაძის იუსტიციის მინისტრი, მიხეილ სააკაშვილის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის საკითხში “ნაცპრეზიდენტის” მრჩეველი იყო.
კოტე კემულარია ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დროს, 2005 წლის თებერვალში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო. ჟვანიას მკვლელობის გაყალბებაში კემულარიას უწყება თავიდან ბოლომდე იყო ჩართული და იმ დღეებში კუთხეში მომწყვდეულ მკვლელს-სააკაშვილს კემულარია გვერდიდან არ შორდებოდა. ამდენად, კოტე კემულარიამ ჟვანიას მკვლელობის საქმეში იმაზე ბევრად მეტი იცის, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია! ჟვანიას მკვლელობის შემდეგ სააკაშვილმა კემულარია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გაუშვა, თუმცა, წელზე ქამრით „გამოიბა“ და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად გაამწესა. მოკლედ, კემულარიამ არათუ იცის, შავნაბადას სპეცბაზაზე რამდენკილოიანი საფერფლე „სთხლიშეს“ ზურაბ ჟვანიას თავში, არამედ, დარწმუნებულები ვართ, იმაზეც აქვს „დანოსები“, ირაკლი ოქრუაშვილი და წყეული ედუარდ კოკოითი სანადიროდ სად დადიოდნენ და მწვადებს სად ჭამდნენ.
დამნაშავე რეჟიმისთვის კემულარია რომ ძვირფასი და მოსაფრთხილებელი პერსონაა, იქედანაც ჩანს, რომ როცა კემულარია „ნაცსექტას“ დაემშვიდობა, სააკაშვილმა საპატიო პენსიაზე გაუშვა და ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის საკითხში თავის მრჩევლად დანიშნა. როგორც მაშინ წერდნენ, კოტე კემულარია სამსახურში არც დადიოდა, მსუყე ხელფასს პენსიასავით ღებულობდა და ოჯახთან ერთად პარიზში ცხოვრობდა“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი მკითხველს კოტე კემულარიას ბიზნესსაქმიანობასაც ახსენებს.
„კოტე კემულარიამ თბილისსა და დანარჩენ საქართველოს თავი ყველაზე მეტად თავი იმით გააცნო, რომ შუა „პლეხანოვზე“ „სექსშოპი“ გახსნა, სადაც მანათობელი პრეზერვატივები, ტყავის ტრუსიკები, ფოჩიანი მათრახები, პლასტმასისა თუ სილიკონის ფალოსები და გასაბერი ქალები იყიდებოდა. სწორედ იმ დღიდან გახდა კოტე კემულარია „პოლიტიკოსი“, – წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები