კახეთის რეგიონში ქერის მოსავლის აღება მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში, ქერის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. სამუშაოებს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ ახორციელებს.
ქერის მოსავლის აღების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველის მიმდებარე ტერიტორიაზე. 1200 ჰა ფართობზე სამუშაოებს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 4 ერთეული კომბაინი ახორციელებს.
მოსავლის აღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, კახეთის რეგიონში, კომპანიის დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 48 ერთეული კომბაინია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე სამუშაოებში.
შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ მიწათმოსარგებლეებს მოსავლის აღების გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 80-მდე სხვადასხვა აგროოპერაციას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები