შალვა პაპუაშვილი – ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი რატომ დგებით უცხოელების მხარეს და არა თქვენი ქვეყნის მხარეს?

“როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი რატომ დგებით უცხოელების მხარეს და არა თქვენი ქვეყნის მხარეს?”,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„კორუფციაზე ბევრი ისაუბრეთ, მაგრამ გუშინ თქვენი პარტიის წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ღია დებატებში იყო და ყველამ ნახა, რომ რეალურად პრეტენზიები იმ ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართ, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს აქვს, არ არსებობს. ჩემი სურვილი იქნებოდა თუკი თქვენ მართლა გულწრფელად ხართ ამ საკითხით დაინტერესებული, ვიყოთ ამ მთავრობის, პრემიერ-მინისტრის გულშემატკივრები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები