ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ფეხბურთელებს ვლადიკავკაზში ცეცხლი გაუხსნეს (ვიდეო)
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საფეხბურთო ნაკრების წევრებზე ვლადიკავკაზში თავდასხმის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ოსური მედიის ცნობით, ფეხბურთელები სტეპანაკერტში გამართული არაღაიარებული სახელმწიფოების ჩემპიონატიდან ცხინვალში არასრული შემადგენლობით დაბრუნდნენ.
როგორც ცნობილია, ვლადიკავკაზში ფეხბურთელებს ცეცხლი გაუხსნეს.
არსებული მონაცემებით, ვლადიკავკაზში ე.წ. სამხრეთ ოსეთის გუნდის ფეხბურთელების ნაწილსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის, სერგეი ზასეევის თქმით, კონფლიქტის მიზეზი ჩხუბის მონაწილეების მიერ ფეხბურთის მატჩზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გუნდის წინააღმდეგ დადებული ფსონი გახდა. კონფლიქტის დროს ახალგაზრდა მამაკაცებმა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. სამართლდამცველებმა ჩხუბში მონაწილეები დააკავეს, მათ შორის არიან საფეხბურთო ნაკრების წევრები.