ნიკა ჩიქოვანი: ვითვალისწინებთ მაღაროელთა მოთხოვნებს და იმ შეთანხმების შესაბამისად, რაც იყო მთავრობასთან ერთად, კომპანიის მხრიდან ყველაფერი სრულდება

„კომპანიას აქვს სადაზღვევო პაკეტი. დაზღვეულია 14 000 თანამშრომელი, თანამშრომლებს აქვთ, ძირითადად, 100%-იანი დაზღვევა და ახლაც მიმდინარეობს მუშაობა სადაზღვევოსთან, რაშიც მაღაროელები თავადვე არიან ჩართულნი”, – ამის შესახებ “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჭიათურის მაღაროს მუშებთან დაკავშირებულ საკითხზე გამართული მორიგი საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეთანხმების შესაბამისად, რაც მთავრობასთან ერთად იყო, კომპანიის მხრიდან ყველაფერი სრულდება.
“კომპანიას აქვს სადაზღვევო პაკეტი. დაზღვეულია 14 000 თანამშრომელი, ბავშვების ჩათვლით და არა მხოლოდ არასრულწლოვნები, არამედ 25 წლამდე – პაკეტი საკმაოდ დიდია. ახლა ვმუშაობთ სადაზღვევოებთანაც. თანამშრომლებს აქვთ, ძირითადად, 100%-იანი დაზღვევა, ოჯახის წევრებს – 70, ან 50 %-იანი. მაღაროელები თვითონ არიან ახლა პროცესში ჩართული და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს. კვებასთან დაკავშირებითაც, ტენდერში 9 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, 3 კომპანია შეირჩა თავად დასაქმებულთა მიერ, თავად მიიღეს მათ დეგუსტაციის პროცესში მონაწილეობა. ვითვალისწინებთ მოთხოვნებს და იმ შეთანხმების შესაბამისად, რაც იყო მთავრობასთან ერთად, კომპანიის მხრიდან ყველაფერი სრულდება”,- განაცხადა ნიკა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები