რადაში ზელენსკის პოლიტიკას პოროშენკოს კურსის აბსურდული გაგრძელება უწოდეს

“უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პოლიტიკა მისი წინამორბედის, პეტრო პოროშენკოს აბსურდული გაგრძელებაა”, – ასე შეაფასა რადას დეპუტატმა, ნატალია კარალევსკაიამ ოპოზიციონერი ლიდერების – იური ბოიკოსა და ვიქტორ მედვედჩუკის მიმართ რუსეთში ვიზიტის გამო  დაწესებული სანქციები.
“გრძელდება პოლიტიკური დევნები, ეს აბსურდული გაგრძელებაა პოროშენკოს რეჟიმისა  მაშინ, როდესაც ვიქტორ მედვედჩუკი და იური ბოოიკო საუბრობენ უკრაინისთვის კოლოსალური შეღავათით ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობასა და, ასევე, შესაძლებლობაზე უკრაინული გაზსადენი მაგისტრალის შესახებ მოლაპარაკებებზე 2020 წლისთვის, რაც ქვეყნის ბიუჯეტს 3 მილიარდ გრივნას დაუზოგავს, სანქციები მათ წინააღმდეგ  პოროშენკოს რეჟიმის აბსურდულ გაგრძელებად მიმაჩნია”, – ამბობს კარალევსკაია.
დეპუტატის თქმით, ბოიკოსა და მედვედჩუკის აქვთ მცდელობა, ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსიდან გამოიყვანონ,  მაგრამ ძალიან დიდ ბარიერებს ხვდებიან.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ რუსეთის პრემიერმინისტრი, დიმიტრი მედვედევი უკრაინელ პოლიტიკოსებს – იური ბოიკოსა და ვიქტორ მედვედჩუკს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, რუსული პოლიტიკის გამტარებელი დეპუტატების ქმედებაში რადამ ღალატის ნიშნები დაინახა და მათ მიმართ გარკვეული სახის სანქციები დააწესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები